Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო გახარიას შეურაცხყოფისთვის პატიმრების კარცერში გადაყვანას არ ადასტურებს

15 მაისი, 2018 22:15

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ქუთაისის საპატიმროში პატიმრების კარცერებში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის თქმით, პატიმრები კარცერში გიორგი გახარიას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ქუთაისის ციხეში არ მომხდარა. 

„ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 12-13 მაისს, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები აქციის მსვლელობას თვალყურს ტელევიზიით ადევნებდნენ. შს მინისტრის გამოსვლისას კი, თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება შეგინებით გამოხატეს.
გიორგი გახარიას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრები კარცერებში გადაიყვანეს.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ცენზურის დაწესება პატიმრებს შორის და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ცდილობს, შეუზღუდოს პატიმრებს სიტყვის თავისუფალი გამოხატვის უფლება. ნათელია, რომ ციხის ადმინისტრაცია კარცერებში გადაყვანას ერთგვარ დასჯის მეთოდად იყენებს", - ამბობენ მოძრაობაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

„თბილისი პრაიდის“ წევრები: გვემუქრებიან ...

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრ ...
19 ივნისი
19 ივნისი

საპატრიარქო მრევლისა და მოძღვრებისგან აგ ...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, ამ განცხადების მიხედვით, "ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლ ...
19 ივნისი
19 ივნისი

11 ივნისიდან 19 ივნისამდე მოსამართლეობის ...

პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს წარუდგინა და საჯარო გახადა ხელოვნური ინტელექტის მიერ უზენაესი სა ...
^