Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტში გიორგი გახარიას მიმართვა პოლიტიკურ დებატებსაც ითვალისწინებს

16 მაისი, 2018 14:01

პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი მოთხოვნა წარედგინა, 18 მაისის სხდომაზე მოსმენის შესახებ. 18 მაისის სესიაზე მინისტრის მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის შესაბამისად გაიმართება.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი (დებატები), შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ბოლოს კი დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს. 

ბიუროს გადაწყვეტილებით, მოსმენა გაიმართება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:

  • 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ; 
  • შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;
  • 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

მდინარაძე: გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^