Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: რუსეთის მხრიდან „ძერჟავულის“ ნაცვლად ხალხის ინტერესზე აგებულ დიალოგს ვნატრობ

16 მაისი, 2018 15:55

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ამ ხელისუფლების მოსვლიდან სწორ პოლიტიკას ატარებს და  რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, თავად კი ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან ისეთ დიალოგს, როცა ის არა „ძერჟავის“, არამედ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თავისი პროპაგანდით ცდილობს, ქართველი ხალხი გატეხოს, ამიტომ, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს სწამდეთ, რომ ისინი საბოლოოდ გაიმარჯვებენ.

რუსეთი ცდილობს, ჩვენ მორალურად გატეხას მათ მიერ დანახული რეალობით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ბევრად რთული პერიოდები გაგვივლია, ბევრად ნაკლები მეგობრები გვყოლია, დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა. გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და აბა ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

მარგველაშვილმა თქვა ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არა საკუთარი, არამედ ხალხის ინტერესიდან გამომდინარე უნდა ისაუბროს. ეს არის ცივილიზებული სამყაროს მიდგომა.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^