Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლგბტ პირებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციომ არ მიიღო

16 მაისი, 2018 17:54

საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში არ მიიღო სარჩელი, რომელიც ლგბტ პირებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭებას ითვალისწინებდა. 

საქმე ეხება მოქალაქის სარჩელს, რომლითაც  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ ხდიდა საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-17​ (სეკუნდა)   მუხლის  მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც „მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“

მოქალაქე ნ.გ. ლგბტ თემის წევრია. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნ. გ. იხდის სასჯელს, მას არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით თავის პარტნიორთან.

როგორც საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმის შესაბამისად ჰეტეროსექსუალი პატიმრები სარგებლობენ მეუღლესთან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ჰომოსექსუალი პატიმრები, მოკლებულნი არიან ამ უფლებას, რაც არღვევს ლგბტ თემის წარმომადგენელ პატიმართა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

სარჩელში ნათქვამია, რომ ამ რეგულაციის შინაარსით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ობიექტური გამართლება და გონივრული დასაბუთება. აქვე ნათქვამია, რომ სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან ვერ სარგებლობს ჰეტეროსექსუალი პატიმრების მსგავსი, თანაბარი უფლებით და ამ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გახლავთ   სექსუალური ორიენტაცია.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, არსებული რეგულაცია   დისკრიმინაციულია და წარმოადგენს თანასწორობის უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.

რატომ არ მიიღო საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად 

სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ვინაიდან სადავო რეგულაცია მიემართება არა უშუალოდ მსჯავრდებულს, მის სექსუალურ ორიენტაციას ან პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე სხვა გარემოებას, არამედ პირის სოციალური კავშირის სამართლებრივად დადასტურების შესაძლებლობას.

„მაგალითად, სადავო ნორმის საფუძველზე, ჰომოსექსუალ პირს შეუძლია ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს მშობლებთან, ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან.

აღსანიშნავია, რომ ჰეტეროსექსუალი პირები, ჰომოსექსუალი პირების მსგავსად, ვერ შეძლებენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლონ ადამიანთან, ვისთანაც გააჩნიათ მტკიცე, თუმცა სამართლებრივად დაუდასტურებელი სოციალური კავშირი.

წარმოდგენილი არგუმენტები ასევე ვრცელდება საერთო შვილის ყოლაზეც. ბუნებრივია, ამ დროს განცალკევებით არსებობს ბავშვის ინტერესები, თუმცა საერთო შვილის ყოლა აგრეთვე არის მტკიცე სოციალური კავშირის დადასტურების ერთ-ერთი გარემოება.

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ჰეტეროსექსუალთა მსგავსად, ჰომოსექსუალ პირებს შეუძლიათ რომელიმე იდენტური სოციალური კავშირის სამართლებრივად დადასტურება და, მიუხედავად ამისა, მათ არ გააჩნიათ ხანგრძლივი პაემნის უფლება. ბუნებრივია, მოსარჩელე არ არის შეზღუდული, ცალკე იდავოს რომელიმე სოციალური კავშირის სამართლებრივი აღიარების თაობაზე, თუმცა ხსენებული საკითხი არ წარმოადგენს განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის დავის საგანს, "- ნათქვამია სამოტივაციო ნაწილში. 

ლგბტ პირებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მისანიჭებლად საკონსტიტუციოს მიმართეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი ...

მთელი საქართველოს ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობი ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ წარსულში ჯაშუშო ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

„პოლიტიკური მოტივაციაზე ვერაფერს ვიტყვით ...

ენმ-ის ოფისში აცხადებენ, რომ ონში მათი პარტიის წარმომადგენლის დაჭრის ფაქტზე ჩხუბის მოტივი მათთვის უცნობია. შემთხვევ ...
^