Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შიო მუჯირი: შემაშფოთებელია, რომ ისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა

17 მაისი, 2018 13:23

„სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ,  შიო მუჯირმა ქაშვეთის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. 

 როგორც შიომ მუჯირმა აღნიშნა, ბოლო წლებში ოჯახის დანგრევისა და განშორებათა სტატისტიკა იმდენად საგანგაშოა, რომ საჭირო იყო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის დადგენა.
„ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო.

სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც.

ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა შიო მუჯირმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^