Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელს 1 - 3 წლამდე ან 4 - 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17 მაისი, 2018 20:55

პირი რომელიც, ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებულია სისხლის სამართლის წესით. იგი, 15 წლისაა.

გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი თქმით, აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული.

"აქციამ შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი - ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, იგი უკვე დაკავებულია. თავისთავად ცხადია, გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით. გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია.  ცხადია, დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პიროვნებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და იდენტიფიცირება და უფრო მეტ მონაცემებს მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით". - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ.

საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული.

მუხლი 126. ძალადობა (28.04.2006. N2937)
1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

ვ) შეკვეთით;

ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ვიდეო ►ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შესწორება: თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინიტროში ლიბერალს განუცხადეს, რომ თავდამსხმელი 22 წლის იყო. მოგვიანებით უწყებამ ინფორმაცია შეასწორა და განაცხადა, რომ იგი 2003 წელსაა დაბადებული. ჩვენ დავუკავშირდით იურისტ გაგი მოსიაშვილს და ვკითხეთ, რა გავლენას იქონიებს ეს მის ბრალდებაზე. იურისტის განცხადებით, 14 წლიდან პირზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვრცელდება, უბრალოდ არასრულწლოვნობა შემამსუბუქებელი გარემოებაა, და შესაძლოა მოსამართლემ კანონით განსაზღვრული სასჯელის მინიმალურ ვერსიაზე იმსჯელოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

LIVE ►„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - კლ ...

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე  რეივ-აქცია მიმდინარეობს. „დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვც ...
27 მაისი
27 მაისი

„აღსრულდეს სამართლიანობა" - მოკლული დავი ...

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე თანადგომისკენ Facebook-ით მოუწო ...
27 მაისი
27 მაისი

ილია მეორე: მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ...

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და „რუსთავი 2-ს" ...
^