Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციისა (GIMPHA) და ევექსის რიგით მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია საქართველოში გაიმართება

18 მაისი, 2018 17:30

19 მაისს თბილისში რიგით მეხუთე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდება, რომელსაც ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" გამართავენ. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს. კონფერენციას დაესწრებიან გერმანიის, აშშ-ს, დანიის, ნიდერლანდების სამეფოს, უკრაინის და საფრანგეთის უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები.


2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იქნება დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის და ამერიკის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გინეკოლოგიური ონკოლოგია, თავის და კისრის ონკოლოგია, ნეიროვასკულარული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ტრავმატოლოგია-ორთოპედია და სარძევე ჯირკვლის ონკოლოგია. ასევე, სესიის მეორე დღეს ერთ-ერთი სესია დაეთმობა სამედიცინოს სტუდენტებს და რეზიდენტებს, სადაც განხილული იქნება არსებული პერსპექტივები და შესაძლებლობები სამედიცინო კარიერაში.

სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვა, რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას გაუზიარებენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ კონფერენციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^