Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარიამ მომაკვდინებელ ნარკოტიკზე კაკი ზოიძის კითხვას თავი აარიდა

18 მაისი, 2018 18:28

ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.

 ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შს სამინისტროს ოპერატიული ინფორმაცია, რომ „აღნიშნულ კლუბებში უკვე გავრცელებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა შორის შესაძლოა, ყოფილიყო სწორედ ეს მომაკვდინებელი საფრთხის შემცველი სინთეზური ნარკოტიკები?“

გიორგი გახარიამ კაკი ზოიძის შეკითხვას, სინთეზურ ნარკოტიკზე, თავი აარიდა. მას არ უთქვამს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია კლუბებში სპეცოპერაციის დღეს სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკის გავრცელების შესახებ.

კერძოდ, კაკი ზოიძემ გიორგი გახარიას ჰკითხა.

„ეს გეგმაზომიერი ძალისხმევა არ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის მიღწევის გარეშე. როდესაც ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, სავარაუდოდ, ახალი სასიკვდილო საფრთხის შემცველი სინთეზური ნარკოტიკის მოხმარების გამო.

ამდენად, 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანთან, ნარკორეალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებით, არა მარტო მე, არამედ პარლამენტის არც ერთ წევრს, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, ალბათ, კითხვა არა აქვს ან არ უნდა ჰქონდეს

რაც შეეხება ამ ოპერაციის ფორმას, ანუ სპეცრაზმის შესვლას ღამის კლუბში, რასაც საგრძნობი რისკი ახლდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების, ჩვენი მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების უფლებების შესაძლო დარღვევის სახით.

გარდა იმ არგუმენტებისა, რაც ბრძანეთ, შეგიძლიათ თუ არა, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ იმის თაობაზე, რომ ოპერაციის ეს ფორმა ასევე გამოწვეული იყო ოპერატიული ინფორმაციით უკვე დაკავებული რეალიზატორებისგან ან სხვა წყაროებით მიღებული, რომ აღნიშნულ კლუბებში უკვე გავრცელებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა შორის შესაძლოა, ყოფილიყო სწორედ ეს მომაკვდინებელი საფრთხის შემცველი სინთეზური ნარკოტიკები?“ - ჰკითხა კაკი ზოიძემ.

გიორგი გახარიას თავის პასუხში მომაკვდინებელი სინთეზური ნარკოტიკის შესახებ არაფერი უთქვამს.

„მე ვეცდები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო შემდეგი - ღონისძიების ამ ფორმით და ამ დროს ჩატარებისთვის არსებობდა რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს იყო - ფაქტობრივი მასალა, რომელიც გამოძიების პერიოდში მოვიპოვეთ და რომელიც სისტემურ კავშირებს ადასტურებდა გამსაღებლებსა და კლუბებს შორის და მეორე ის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც სწრაფად მოვიპოვეთ დაკავებული ნარკორეალიზატორების პირობებში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად ის მასალები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ კლუბებში, იყო ყველაზე სერიოზული მიღწევა. როცა გვეკითხებიან, რა მოხდა, როცა შეხვედით და რეალიზატორები ვერ დააკავეთ? - კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ არ გვქონია მიზანი, რომ კლუბში რეალიზატორი დაგვეკავებინა. მეტსაც გეტყვით, როცა ჩვენ კლუბში შევდიოდით, ეს ძირითადი მიზანი არ იყო. ძირითადი ამოცანა იყო, რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის დაგვედგინა კავშირი, რომელიც შემდეგ გვაძლევს საშუალებას, გავიდეთ დიდ ქსელზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ და გითხარით, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.“ - თქვა გახარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^