Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, არ დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს

23 მაისი, 2018 12:31

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, არ დაესწრონ მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, თუ რუსეთი არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს სირიელების ქიმიური და სხვა სახის თავდასხმისგან დასაცავად. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, სირიის მთავრობის ძალებს იარაღითა და სამხედრო ძალებით ეხმარება, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომ სირიის სამთავრობო ძალები გამიზნულად ებრძვიან მოქალაქეებს 2013 წლიდან.

„ამ ღონისძიების მასპინძლობით რუსეთი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების კეთილგანწყობისა და პატივისცემის მოპოვებას. მსოფლიო ლიდერებმა უნდა გაუგზავნონ სიგნალი პრეზიდენტ პუტინს, რომ  ვიდრე ის თავის პოლიტიკას არ შეცვლის და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომ სირიაში დასრულდეს რუსი და სირიელი სამხედროების საშინელი ქმედებები, ისინი არ დასხდებიან VIP-ლოჟაში გახსნის მატჩზე“,- აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როტი.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთი სირიის ხელისუფლების მთავარი სამხედრო მხარდამჭერია და ის, როგორც ამ სამხედრო ალიანსის წევრი, პასუხისმგებელია ძალადობაზე, რომელსაც სირიის ხელისუფლება ახორციელებს. 

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება. გახსნის მატჩზე ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^