Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვიდა

25 მაისი, 2018 15:46

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა ის პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელის შეცვლის გამო. ამით ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს საქართველოს ავთენტურ სახელს მის ენაზე.

ლიეტუვის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ქართული ენის პალატის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე ლიტვის ოფიციალური სახელი გახდა ლიეტუვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს  ყველა დონეზე ორმხრივი, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების შესახებ.

პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პრობლემებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებული სამიტისათვის სამზადისს და საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებების განხილვას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და საიმედო მეგობარი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის საქმეში, ისევე, როგორც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად დალია გრიბაუსკაიტეს წვლილზეც ისაუბრა.

„ლიეტუვა სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს, ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზეც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^