Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა 27 მაისს პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს

25 მაისი, 2018 16:58

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა 27 მაისს პარლამენტის წინ აქციის „აღდგეს სამართლიანობა“ ჩატარებას გეგმავს. ზაზა სარალიძე მოუწოდებს ყველას, რუსთაველის გამზირზე კვირას, 19:00 საათზე მივიდეს. მისი განმარტებით, აქციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იქნება. 

„მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ არა, მმართველი გუნდი იქნება თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, მოვუწოდებ ყველას, დამიდექით გვერდით იმ ჭეშმარიტების დადგენაში, რასაც დღესდღეობით პროკურატურა მალავს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

მისი განმარტებით, ის დღეს  მთავარ პროკურორთან შეხვედრასაც გეგმავს და მიღწეული შედეგით გადაწყვეტს, ჩაატაროს თუ არა აქცია. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ თუ დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცემიან, აქცია აღარ ჩატარდება. 

„იქიდან გამომდინარე, რა პასუხებით წამოვალ მთავარი პროკურატურიდან და რა პასუხებს მივიღებ მთავარი პროკურორისგან, გადავწყვეტთ ჩატარდეს თუ არა, ან გაგრძელდეს თუ არა აქცია. თუ ჩვენი შეხვედრის დროს, ის პირები დაკავებული იქნებიან, ვინც კიდევ ჩაიდინა დანაშაული არა მხოლოდ დაჭრის ფაქტზე, არამედ თუ რაიმე წვლილი მიუძღვის ამ სასტიკ დანაშაულში, ის პირები, ვინც დაფარა დანაშაული და გაანადგურა მტკიცებულებები, ყველა პირის დაკავება თუ მოხდება, ამ შემთხვევაში ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და აქციაც აღარ ჩატარდება, რადგან სამართიანობა აღდგენილი იქნება“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდს, დავით სარალიძეს კი რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად ორ დეკემბერს გარდაიცვალა. 

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი 2 დეკემბერს დააკავა, მეორე ბრალდებული კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურამ პასუხისგებაში კიდევ 5 პირი მისცა. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. მათგან წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ სამი პირი იმყოფება, ორზე კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გავრცელდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^