Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

25 მაისი, 2018 17:18

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა, სადაც საუბარი იყო სახელმწიფოსა და დონორთა მხრიდან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ასევე მედიის როლზე გენდერული ბალანსის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გაძლირების საკითხებში.

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებთაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“  ინიციატივით გაიმართა.

პროექტი - ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის  პროექტის მთავარი პარტნიორიდა ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^