Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ივლის

26 მაისი, 2018 13:14

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და უნდა შევქმნათ ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მისცემენ მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას.

 მისი თქმით, საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ივლის. 

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როცა ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთად ერთად, რადგან საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიწმინდე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენ წინაპრებს უნარს შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფობრიობა. ვულოცავ უკლებლივ უმცირესობის ყველა წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ. დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს, ისინი საკუთარი ოჯახის გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^