
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარეს ავტომანქანის შეძენა თბილისსა და ბათუმს შორის გადაადგილებისთვის სჭირდებოდა.
შეკითხვაზე - რამდენად რაციონალური იყო ავტომობილში 180 000 ლარის გადახდა? კობახიძე პასუხობს, რომ, ალბათ, ამის საჭიროება იდგა.
„თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება, ბუნებრივია, თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად შეიძლება, მას უწევს მოძრაობა, ამ მანძილის გავლა. ეს მე მგონი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ. ვერ გეტყვით, რა თანხაა გადახდილი, ალბათ, არის ის გადახდილი, რისი საჭიროებაც იყო“, - თქვა კობახიძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, საკონსიტუტუციო სასამართლოს ფინანსური ხარჯი კითხვებს აჩენს. „ჩვენ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი თითქმის 180-ათასლარიანი მანქანა“, - განაცხადა IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ბერაიამ.