Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუა-ახალი გვინეა Facebook-ს ერთი თვით ბლოკავს, მთავრობა Fake Account-ებმა დაღალა

30 მაისი, 2018 17:06

Facebook-ზე პორნოგრაფიისა და Fake Account-ების გავრცელების გამო, პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა აპირებს სოციალური ქსელი ქვეყანაში ერთი თვით დაბლოკოს. - ინფორმაციას ჟურნალი Time ავრცელებს.

როგორც მთავრობის წევრებმა მედიასთან განაცხადეს, ერთთვიანი „შესვენება“ მათ საშუალებას მისცემს, გამოიკვლიონ პაპუელი მომხმარებელი და მათი ქცევა Facebook-ზე.

„ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ მონაცემებს და გამოვიკვლევთ, ვინ დგას Fake Account-ების უკან, ვინ ავრცელებს პორნოგრაფიულ ფოტოებს. ამის შემდეგ მომხმარებელი, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ქსელიდან გაიფილტრება“, - უთხრა კომუნიკაციების მინისტრმა, სემ ბაზილმა პაპუა-ახალი გვინეის მედიას.

ბაზილმა დაამატა, რომ Facebook-ის დაბლოკვით, ქვეყანას საშუალება ექნება, დააკვირდეს სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრებასაც. ნახონ, უკეთესია თუ არა პაპუა Facebook-ის გარეშე. „ჩვენ შესაძლოა, ადგილობრივი დეველოპერების მეშვეობით, საკუთარი სოციალური ქსელიც კი შევქმნათ, რომელიც უფრო მორგებული იქნება პაპუა-ახალი გვინეის საზოგადოებაზე“, - დასძენს ბაზილი.

როგორც Time წერს, Facebook-ის წარმომადგენლებს The Washington Post დაუკავშირდა. კომპანიის განცხადებით, ისინი ეცდებიან პაპუა-ახალი გვინეის მთავრობასთან ერთობლივად იმუშაონ და გაარკვიონ, რა გახდა მათი შეშფოთების მიზეზი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^