Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ გიორგაძე: დავით ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

30 მაისი, 2018 17:55

ძიუდოს საკითხზე შექმნილი კომისია დავით ქევხიშვილს ნდობას უცხადებს. 29 მაისს სხდომის დასრულების შემდეგ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კომისია მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, - თქვა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგაძის თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ამიტომ, ის მოუწოდებს ორივე მხარეს მოლაპარაკებები გამართონ და სპორტსმენები მომავალი ტურნირებისთვის მოემზადონ.

„ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული. ეს ეხება მწვრთნელებისთვის სტიპენდიის გაყოფას და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ევროპის ჩემპიონატზე ჩავარდნაშიც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობაცაა და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნა ფედერაციის ვალდებულებაა.

საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ და კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, - თქვა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრის, კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას არ იზიარებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი. ის მიიჩნევს, რომ ძიუდოს ნაკრების წევრებს დავით ქევხიშვილის გადაყენებისთვის მყარი არგუმენტები აქვთ.

დღეს პარლამენტის სხდომაზე ხაბარელმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილიც გააკრიტიკა. ხაბარელის თქმით, დავით ქევხიშვილის ვიღაც ხელს აფარებს და მის დაცვას უნდა შეეშვას.

„ქევხიშვილმა თქვა, რომ თუ კომისია ერთ დარღვევას აღმოაჩენდა, თანამდებობას დატოვებდა. მინისტრმა კი ცალსახად თქვა, რომ დარღვევა იყო. ანუ უნდა გადადგეს. სიტყვას ფასი აქვს, მითუმეტეს, კაცებში, მოჭიდავეებში, სპორტში“, - თქვა ხაბარელმა.

-----------

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას დაახლოებით ერთი თვეა ითხოვენ. 10 მაისს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაც გაიმართა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.

ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.

ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობისთვის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ზვიადაური წერდა, რომ ქევხიშვილი არამიზნობრივად ხარჯავს ფულს, ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში ერევა და სპორტის ეს სახეობა საქართველოში ნადგურდება.

ქევხიშვილის კრიტიკა დაიწყეს თავად ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმაც. მათ 4 მაისს ფედერაციასთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს შეჯიბრებებზე არ გამოვლენ. ბოსნიაში ტურნირზე ასპარეზობა ამის გამო შეწყვიტა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ის საქართველოში დაბრუნდა და სპორტსმენთა პროტესტს შეუერთდა.

დავით ქევხიშვილმა პროტესტს მართული უწოდა. „მართული პროცესია, რომლის უკანაც გაკრვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი“, - თქვა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოვალეობები და ისე იმოქმედონ.

„პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა [ძიუდოისტებსა და ფედერაციასთან] შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ გააგრძელოს საქმიანობა“ - თქვა ყაველაშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კი მხარეებს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლიდა.

მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. 22 მაისს ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს. 27 მაისს კი პარლამენტთან აქცია გამართეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^