Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძეს მიმართავს - სად ხარ ზაზა?

03 ივნისი, 2018 20:38

"ზაზა ვნერვიულობთ შენზე, სად ხარ, ხომ კარგად ხარ, გაგვაგებინე როგორ ხარ".  - მიმართა ზაზა სარალიძეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციიდან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შემდეგ აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, არ იციან სად იმყოფება ზაზა სარალიძე :“ ზაზა, ახლა თუ გვიყურებ, გამოჩნდი. ჩვენ ბოლომდე შენს გვერდით ვიქნებით და არავის დავაჩაგვრინებთ შენს თავს". 

ერთი საათის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, მას ზაზა სარალიძემ დიდი ხნის წინ მისწერა რომ აქციაზე მოდიოდა.

"და რადგანაც დაიგვიანა, დავრეკე ომბუდსმენთან და იქ მითხრეს, რომ ზაზა სარალიძე სახალხო დამცველის ოფისში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს". - თქვა ზვიად კუპრავამ. 

ეს ინფორმაცია "ლიბერალმა" ომბუდსმენის ოფისში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, და სარალიძე მათ ოფისში არ არის. 

სარალიძე დღეს იმყოფებოდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“.

სარალიძის ამ აქციაზე მისვლის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ის გაემიჯნა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციას. კუპრავას თქმით, სარალიძე აქციას შეუერთდება. თუმცა ის ამ დრომდე არ გამოჩენილა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^