Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

04 ივნისი, 2018 21:00

ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს.

პარლამენტში გამართულ მიღებაზე იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის მინისტრმა სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სპორტის რაინდის წოდება საქართველოში სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდოა.

ირაკლი კობახიძემ ტოჩინოშინს, პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ტოჩინოშინი, რომელიც პირველი ქართველი და მე-3 ევროპელი ოძეკია, უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლევან გორგაძეს ოჯახის წევრებთან ერთად გულშემატკივრები და ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი) დახვდნენ. 

ტოჩინოშინმა წელს იმპერატორის თასი მოიგო. გაზაფხულის ნაცუ ბაშოზე კი 13 გამარჯვებით, ვიცე-ჩემპიონი გახდა. ბოლო შეხვედრები მან ნატკენი ხელით ჩაატარა. ამის შემდეგ ლევან გორგაძეს ოძეკის წოდება მიანიჭეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^