Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან მღვდლის დაკავებას ადასტურებს

05 ივნისი, 2018 14:43

საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ქარელის რაიონში სასულიერო პირი დააკავეს.

„ლიბერალთან" საუბარში საპატრიარქო დირბის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლის, იოანეს (ერობაში ნიკოლოზ ოხანაშვილის) დაკავებას ადასტურებს. 

„ტელეფონი და მანქანა აქეთ აქვს დატოვებული. როგორც ჩანს, მღვდელმსახურებისთვის გადავიდა და დააკავეს. დეტალებს ვარკვევთ", - უთხრეს „ლიბერალს" საპატრიარქოში. 

„ლიბერალს“ პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

„დაკავებულია  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^