Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► ომბუდსმენი მემანქანეებს: მე თქვენ გვერდით ვარ, გაფიცვის უფლება არის გარანტირებული

05 ივნისი, 2018 15:22

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა. ომბუდსმენმა მემანქანეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, სამართლებრივი კუთხით დახმარებას შეჰპირდა და მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები.

ნინო ლომჯარიამ მემანქანეებთან შეხვედრისას უარყოფითად შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

„ძალიან კომიკურია, როცა მემანქანეებს არასამუშაო საათებში ეძლევათ გაფიცვის უფლება, რადგან გაფიცვა სწორედ სამუშაო საათებში მასზე უარის თქმას გულისხმობს. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი.

რა თქმა უნდა, ორივე მხარემ - დამსაქმებელმაც და დასაქმებულმაც უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები. მე მოვედი აქ, რათა გავესაუბრო და გავიგო, რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ სახალხო დამცველის მიმართ მემანქანეებს“, - თქვა სახალხო დამცველმა მემანქანეებთან შეხვედრის დაწყებამდე.

თავის მხრივ, მემანქანეები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და ელოდებიან მერიის წარმომადგენლებს.

ფოტო: სახალხო დამცველის ოფისი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^