Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნენსკრაჰესი" - ფისკალური საფრთხე საქართველოსთვის - „მწვანე ალტერნატივა"

06 ივნისი, 2018 13:46

„ნენსკრაჰესი - ფისკალური საფრთხე საქართველოსთვის", - ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" ნენსკრაჰესთან დაკავშირებული ელექტროენერგიის ფასის ზრდის რისკებთან დაკავშირებით მიმოხილვას ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და სს „ნენსკრაჰიდროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნებით (რომელიც 2017 წლის ნოემბრამდე სრულად კონფიდენციალური იყო), შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ საქართველომ აიღო 36 წლის განმავლობაში ნენსკრაჰესის მიერ მთლიანად გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება. ამასთან, ერთი კილოვატსაათი (კვტ.სთ.) ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრა 0.07975 აშშ ცენტად 2019 წლის ფასებით, 3%-იანი ინფლაციის განაკვეთის პირობებში.

ნენსკრას პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის. ამდენად, ზემოთ აწერილი პირობებიდან გამომდინარე, ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში, 2024 წლიდან საქართველოს მოუწევს სს „ნენსკრაჰიდროსთვის“ 1 კვტ.სთ. ელექტროენერგიაში 0.079*(1+0.03)5=0.09 აშშ დოლარის გადახდა. ყოველ მომდევნო წელს კი, შესასყიდი ფასი გაიზრდება ინფლაციის 3%-იანი განაკვეთის შესაბამისად. საპროექტო გამომუშავების გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს წლიურად 1.2 მილიარდ კვტ.სთ.-ს, 2024 წელს საქართველოს მოუწევს 108 მილიონი აშშ დოლარის გადახდა და ეს თანხა ყოველ მომდევნო წელს შესაძლებელია გაიზარდოს.

სავალუტო ფონდის მიერ გაცხადებული ინფორმაციის გარდა, საზოგადოებისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებით აღებული სხვა ვალდებულებების თაობაზე. მაგალითად, არ არის ნათელი, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულება ევროკავშირის კონკურენციისა და სახელმწიფო სუბსიდირების მოთხოვნებს; ხომ არ მოიცავს ხელშეკრულება, ე.წ. სტაბილურობის მოთხოვნებს შრომითი უფლებების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში; ხომ არ ითვალისწინებს ხელშეკრულება სხვა ფინანსურ და არაფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე", - ნათქვამია მიმოხილვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^