Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება - პრემიერი

08 ივნისი, 2018 12:47

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის  მიმდინარე თვის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან (რომელიც უახლოეს წარსულში ამოქმედდა), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან უახლოეს ხანში ჰონგ კონგიც შეემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულება „Belt and Road”-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^