Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ

09 ივნისი, 2018 11:00

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. ცვლილების შესახებ გუშინ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. 

„ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღიარება, რაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მოთხოვნაც იყო.

შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ სპეციალური მასწავლებლები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც სისტემაში მომუშავე დანარჩენი კატეგორიის პედაგოგები სარგებლობენ. ეს ფაქტორი კი, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მათთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება. 

 სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური მასწავლებლის ტერმინი პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სწორედ ამიტომ, ის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება. სპეციალური მასწავლებელი იქნება პირი, რომელიც სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის.

 ხაზგასასმელია ისიც, რომ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით, დაზუსტდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სხვა ისეთი ტერმინებიც, როგორებიცაა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ა.შ. ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტში დაზუსტდება ახალი ტერმინების განმარტებები - ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სხვა“,- ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^