Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძეს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

11 ივნისი, 2018 18:09

ზვიად კუპრავასა, ლაშა ცუცქირიძეს და კიდევ 2 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობისთვის 4 პირი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველზე საპროტესტო აქცია 31 მაისს დაიწყო. სარალიძემ ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელების დაჭერისა და საქმის გამოძიებაში ჩართული პირების დასასჯელად ვადა 10 ივნისამდე მისცა. გუშინ კი გადაწყვიტა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად კარვებით რუსთაველის გამზირი გადაეკეტა და პროტესტი ამ გზით გაეგრძელებინა.

სამართალდამცველებმა კარვები დღეს პარლამენტის წინ დააბრუნეს და მიმდინარე აქცია კორდონში მოაქციეს. მანამდე პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^