Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სულეიმანოვის დაკავების შემთხვევაში რა ელის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას

13 ივნისი, 2018 15:17

მოქმედ პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელი „ევროპული საქართველოს" წევრთა გამოყოფის შემდეგ 6-წევრიანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. რეგლამენტის თანახმად კი, ფრაქციის შექმნის საშუალება სწორედ პარლამენტის არანაკლებ 6 წევრს აქვს.

დღეს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აზერ სულეიმანოვს. იგი ამჟამად პროკურატურაში იმყოფება. 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით, შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

თუმცა იმის გამო, რომ აზერ სულეიმანოვი პარლამენტში პარტიული სიით არის შესული, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მანდატს პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო პირი მიიღებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ვასაძისგან შემდეგი შინაარსის წერილი:

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის შესახებ“ სქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის 11 პრიმა ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. მიუხედავად ამისა, პროკურატურას პარლამენტისთვის სულეიმანოვის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს.

შესწორება: მასალა თავდაპირველად შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „სულეიმანოვის დაკავების შემთხვევაში პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშლება"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^