Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა

13 ივნისი, 2018 16:15

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემქნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა. როგორც მას დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმრავლესობაში ყოფნაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომისიის შემადგენლობაში არა „ნაციონალური მოძრაობის“ არამედ „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან უმრავლესობაში.

„იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, ჩვენ იმ კომისიაში ვერ ვიჯდებით. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი,“- განაცხადა ადა მარშანიამ და სხდომის დარბაზი დატოვა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დღეს ქუთაისში კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^