Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები: მოხმარება უნდა იყოს დეკრიმინალიზებული

13 ივნისი, 2018 17:30

საქართველოს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები მიშელ კაზაჩკინი და პაველ ბემი სტუმრობდნენ. მათ შეხვედრები გამართეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის კუთხით გამოცდილება გაუზიარეს.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრმა, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მიშელ კაზაჩკინმა, პრესკონფერენციაზე დეკრიმინალიზაციის დადებით შედეგებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ნარკოტიკების მოხმარება და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ფლობა უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. სადამსჯელო პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში. რისთვისაც დაიწყო მისი განხორციელება, იმ მიზანს ვერ მიაღწია. სადამსჯელო მიდგომამ და კრიმინალიზებამ [ხელი შეუწყო] ინფექციების გავრცელებას საქართველოში თუ რეგიონში, რადგან ადამიანებს ეშინიათ პოლიციის, ეშინიათ, რომ დააპატიმრებენ და იმალებიან იატაკქვეშეთში და იქ იკეთებენ ნარკოტიკებს; კრიმინალიზაციის შედეგად მივიღეთ ძალიან ბევრი პატიმარი. ასევე, ადამიანებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ნასამართლეობა, როდესაც პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკის ფლობისთვის ციხეში ხვდები, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგდევს ეს ნასამართლეობა; სამუშაოს შოვნა გიჭირს, სესხის აღება სხვადასხვა მიზნებისთვის. ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს მას“, - ამბობს მიშელ კაზაჩკინი.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრის, პრაღის ყოფილი მერის, პაველ ბემის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების წევრებს გაუზიარეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები, რომ დეკრიმინიმალიზაციას თავისთავად არ მივყავართ ნარკოტიკების მოხმარების ზრდასთან, „მეორე მხრივ, კი ეს გვეხმარება ამ სფეროსთან დაკავშირებული თანმდევი პრობლემის მოგვარებაში, გვეხმარება, რომ შევამციროთ აივ ინფექციისა და ც ჰეპატიტის გავრცელება, შევამციროთ ზედოზირების რისკი  და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე“.

მისი თქმით, კრიმინალიზებისას ფინანსურ ხარჯთან ერთად ძალიან დიდია სოციალური დანაკარგი - როგორიც არის ადამიანების დაპატიმრება და მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში სტიგმით ცხოვრება.

„დეკრიმინალიზაცია არის საშუალება, რომ ბიუჯეტი, ფული გადამისამართებული იყოს პრევენციაზე, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამებზე. დეკრიმინალიზაცია არის მშვენიერი საშუალება იმისათვის, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და რომ არ დავხარჯოთ ზედმეტი რესურსი სისხლის სამართლის საქმეებსა და გადატვირთულ ციხეებზე“, - ამბობს პაველ ბემი.

პაველ ბემი საქართველოს ნარკოპოლიტიკასა და დეკრიმინალიზების „სასწაულზე"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^