Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხალხი მართლმსაჯულების საკითხებს აპროტესტებდა და არა ეკონომიკურ პოლიტიკას“ - პრეზიდენტი

14 ივნისი, 2018 11:56

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, იმ უმაღლესი თანამდებობების პირებიდან, რომლებთანაც მას უმუშავია, გიორგი კვირიკაშვილთან ურთიერთობა ყველაზე კომფორტული იყო. წასვლის მიზეზად არა მართლმსაჯულების პრობლემები, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის დასახელება კი საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

„ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, როგორც პრეზიდენტს. ეს იყო ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი უსუფაშვილი და ბატონი კობახიძე. შემიძლია, ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას“, - თქვა მარგველაშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის ეკონომიკურ პოლიტიკას დიდი მიღწევები არ ჰქონია, თუმცა არც წარუმატებელი იყო. თანაც, მისი თქმით, თავად ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა სიღარიბეზე, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა, UNICEF-ის კვლევის შემდეგ კი ერთბაშად ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტად საზოგადოებას მართლმსაჯულების მოუგვარებელი საკითხები აღელვებს, ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარია მისთვის, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციით, კვირიკაშვილს სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის გამო მოუწია წასვლა.

„საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს. საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა, ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^