Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა დაღუპული მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

14 ივნისი, 2018 13:42

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში დაღუპული მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისთვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული მეშახტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს გადასცა.

„მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ.

მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო ბუცხრიკიძის ოჯახის წევრებს.

სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულში კიდევ ერთ მეშახტესთან ერთად 2 ივნისს დაიღუპა. ის მეშახტეობის პარალელურად ტყიბულის თეატრის მსახიობი იყო და მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^