Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიჭინაძე: იმედია, მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში ბანკების მიმართ იმავე პოლიტიკას გააგრძელებს

14 ივნისი, 2018 17:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ხარვეზი ბანკებთან მეტისმეტად ლოიალური დამოკიდებულება იყო.

როგორც დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ხედვას იზიარებს. 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

„ზოგადად, ის განცხადებები, რასაც მამუკა ბახტაძე გამოთქვამდა ბანკებთან მიმართებაში, აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი მიმართულება, თუ პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც აფიქსირებდა ფინანსთა მინისტრობის დროს.

მე პირველივე დღიდან, საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული, ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ ბანკები ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. იგივე დააფიქსირა ბახტაძემ. თუ გვინდა, დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, უნდა შევზღუდოთ ბანკები. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი სტრუქტურა მდიდრდებოდეს წელიწადში მილიარდით და დანარჩენი მოსახლეობა სამ-სამი და ოთხ-ოთხი მილიარდით ვალს იღებდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^