Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამია მთვარისა ნავერიანს ბოდიშს უხდის

15 ივნისი, 2018 11:09

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბოდიშს უხდის ქალს, რომელსაც მავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე შეურაცხყოფა მიაყენა. გვარამიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მთვარისა ნავერიანი სუს-ის პროვოკატორი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინა.

„ბოდიშის მოხდა არ ტეხვს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.

აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე - არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სუსის პროვოკატორიცაა, სრულიად დარწმუნებული ვარ, და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

ბოდიში ქალბატონო მთვარისა“, - წერს გვარამია Facebook-ზე. 

მთვარისა ნავერიანი პროკურატურას სთხოვს, რომ გვარამიას ბრალი წაუყენონ, მას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. მან ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად 13 ივნისს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ნავერიანის თქმით, აქციაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე სასამართლო განაჩენის შემდეგ დაიწყო, ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^