Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 10 ფინალისტი ცნობილია

15 ივნისი, 2018 17:14

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 10 ფინალისტი ცნობილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

ელისო აბრამიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;

ნინო გურეშიძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი;

ნადია დაბრუნდაშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

 მანანა კაპეტივაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;

ლელა კოტორაშვილი - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ჯაბა ლაბაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

დაჩი ნანობაშვილი - თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;

თემურ სუყაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის,ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის    სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ნაზი ჩოფიკაშვილი - ყაზბეგის მუცნიპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის    მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი;

ნინო ჭიჭინაძე - მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება) 

 1 სექტემბერს კონკურსის 5 ფინალისტი გამოვლინდება. 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება ცნობილი. 

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული შემდეგ კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდეს:

  • მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  • საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება. 

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 5 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას გადაეცა.

ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა

მასწავლებელი ჩიბათიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^