Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს

20 ივნისი, 2018 10:39

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰელიმ განაცხადა და მიზეზად „აშშ-ის მოკავშირე ისრაელის მიმართ გაეროს დამოკიდებულება და ადამიანის უფლებათა დამრღვევების პასუხისგებაში მიუცემლობა" დაასახელა. 

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე თვეა, საბჭოს დატოვებით იმუქრება, გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც საბჭომ აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტი ბავშვების მშობლებისგან განცალკევება არაკეთილსინდისიერებად შეაფასა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისში, სადაც მას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ახლდა, ჰელიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს საბჭო არ ითვალისწინებს. 

„ადამიანის უფლებათა დამრღვევები კვლავაც მსახურობენ და აირჩევიან საბჭოში", - თქვა ჰელიმ და აღნიშნა, რომ „მსოფლიოს ყველაზე არაჰუმანური რეჟიმები გამოკვლევის მიღმა რჩებიან, საბჭო კი თავის რიგებში არსებული დამნაშავეების დასამალად განაგრძობს პოლიტიზებული ბრალდებების წაყენებას იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც პოზიტიური ცვლილებები აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით".

საბჭოს წევრობით, ქვეყნებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სადებატოდ ტრიბუნა ეძლევათ, თუმცა საბჭოს კრიტიკოსები, მათ შორის ჰელი ამბობს, რომ რიგი წევრები პოზიციებს პირადი ხელშეუხებლობისთვის იყენებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^