Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 ივნისი, 2018 15:56

კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და „კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რეკეტიორობასა და ძალადობრივ კრიმინალურ დაჯგუფებასთან მოკავშირეობაში დამნაშავედ ცნო. აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიაში, ნევადასა და საზღვარგარეთ მოქმედებდა. სასამართლოს სასჯელის ზომაზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა დანაშაულები, რომლებშიც ისინი დამნაშავედ ცნეს, თითოეული სასჯელის მაქსიმალურ ზომად 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

„შულაიას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა კრიმინალურ სამყაროში და მოკავშირეებს დახმარებასა და დაცვას სთავაზობდა. ისინი ისეთ კრიმინალურ ქმედებებში მონაწილეობდნენ, როგორებიცაა: ძალადობა, გამოძალვა, არალეგალური აზარტული თამაშების ბიზნესი, სხვადასხვა კაზინოს მოტყუება, იდენტობის მოპარვა, თაღლითობა კრედიტ ბარათებით, მოპარული საქონლის ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება ხელოვნურად შექმნილი არყის იმპორტ-ექსპორტის კომპანიების მეშვეობით, ადგილობრივი სამართალდამცავების მოსყიდვა და ბრუკლინში ბორდელის მართვა" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი მტკიცებით, ავთანდილ ხურციძე, ინტენსიურად იყო ჩართული გამოძალვასა და ძალადობაში. არსებობს ორი ვიდეო, სადაც იგი შულაიას კლანის წევრებს აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, მონაწილეობს აზარტულ თამაშებში წაგებული ფულის გამოძალვაში და გეგმავდა სხვა დანაშაულს შულაიასთან ერთად პირების მიმართ, რომელთაც შულაიას, როგორც „კანონიერი ქურდის" სტატუსი შეურაცხყვეს.

შულაია დამნაშავედ ცნეს რეკეტიორობაში, ძვირადღირებული საქონლის ტრეფიკინგის დაგეგმვაში, თამბაქოს კონტრაბანდის ტრეფიკინგის დაგეგმვაში, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით თაღლითობაში, ტელეკომუნიკაციების გამოყენებით ფინანსურ თაღლითობაში. რაც შეეხება ხურციძეს, იგი დამნაშავედ ცნეს რეკეტიორობის მომზადებასა და ტელეკომუნიკაციების გამოყენებით ფინანსურ თაღლითობაში. ორივე ბრალდება სასჯელის მაქსიმალურ ზომად 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^