Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია" - კარასინმა პირველ არხს განუცხადა

20 ივნისი, 2018 17:36

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

„უნდა მოვაგვაროთ ამ ტრაგიკულ ინციდენტთან მიმართებით არსებული საკითხები. ჩემი პოზიციაა, რომ ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. მოვისმინეთ ქართული მხარის მოთხოვნები და მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა. ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა პირველ არხთან. 

ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა. ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^