Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაზე იმსჯელებენ სინოდში - მღვდელმთავრების განმარტებები

21 ივნისი, 2018 12:59

ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხები საჯარო არ არის და მხოლოდ მღვდელმთავრებისთვისაა ცნობილი. რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს სინოდის სხდომაზე, ამის შესახებ საპატრიარქოში შესვლამდე კომენტარი მღვდელმთავრების ნაწილმა გააკეთა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელონ. მისი თქმით, უკრაინის დღეს, სავარაუდოდ, ავტოკეფალიის საკითხს განიხილავენ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთისგან გამოყოფას, ავტოკეფალიას მოითხოვს. ამისთვის უკრაინელებმა მსოფლიო საპატრიარქოსაც მიმართეს. ავტოკეფალიის მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტმა წერილი მსოფლიო პატრიარქთან 17 აპრილს გაგზავნა.

ამ თემაზე საქართველოს საპატრიარქოს ივნისში ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, შემდეგ კი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებიც.

სინოდის სხდომაზე შესვლამდე მღვდელმთავრები არ ადასტურებდნენ, განიხილება თუ არა სხდომაზე მიტროპოლიტ შიოს მესაყდრეობის საკითხი, თუმცა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს თქმით, ის ამ თემაზე პატრიარქის განმარტებას ელის. „მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე.

თუმცა, როგორც პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, მეუფე შიოს თანამოსაყდრეობიდან გადაყენების საკითხი სინოდის სხდომაზე არ განიხილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^