Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისთვის საშიში პრეცედენტი“ - კოალიციის განცხადება

21 ივნისი, 2018 13:45

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ „გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებულ ფილმზე განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხისვშემცველი პრეცედენტია პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ამ ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებული პროცედურები. 

კოალიციას მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან წინასწარი რევიზიისთვის მიეწოდათ საგამოძიებო მედიაპროდუქტი, უნებურად შეუწყვეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის ლეგიტიმაციას.

განცხადების სრული ვერსია 

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ეთერში გასვლამდე მენეჯმენტმა „აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?!“

„ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას“ .

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის „შესაბამისი სამსახური“ მოკლებულია უნარს დამოუკიდებლად, როგორც კანონი კარნახობს - პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების ჩარევის გარეშე, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება, აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა, გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეთიკურ დილემებზე მსჯელობა არის თვითრეგულირების ნაწილი და დაუშვებელია თვითრეგულირების თვითცენზურასა, თუ პირდაპირ ცენზურაში გადაზრდა.

გამაოგნებელია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ ამბობს, რომ „მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს”, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭომ ფილმის ეთერში გაშვება საპარლამენტო კომისიის მითითებითა და ნებრთვით გადაწყვიტა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოთქვამს წუხილს, რომ პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან წინასწარი რევიზიისთვის მიეწოდათ საგამოძიებო მედიაპროდუქტი, უნებურად შეუწყვეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის ლეგიტიმაციას.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებირვი მაუწყებლის მენჯემენტს შექმნას ეფექტური მექანიზმები საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტის დამოუკიდებელი წარმოებისთვის, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ეთიკური პრინციპების, ისე საკანონმდებლო ვალდებულებების და საკონსტიტუციო ნორმების დაცულობა, უზრუნველყოფილ იყოს ჟურნალისთა გამხატვის თვასუფლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^