Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ჰყვება ცხოველთა დამცველი ჩოჩრის პატრონთან გასაუბრების შემდეგ

21 ივნისი, 2018 18:58

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც გზაზე მწოლიარე ჩოჩორია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში ცხოველთა დამცველების აღშფოთება გამოიწვია. Facebook-მომხმარებლები წერდნენ, რომ ჩოჩორს მეპატრონე ცუდად ექცეოდა და დაღლილობამ, სიცხეში უწყლოდ ყოფნამ მას ძალ-ღონე გამოაცალა.

დღეს ჩოჩორის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა თიკო კვალიაშვილმა, ცხოველთა დამცველმა. მისი თქმით, ის ესაუბრა ჩოჩორის მეპატრონეს და მისი მდგომარეობის შესახებ გამოკითხა. კვალიაშვილი წერს, რომ ჩოჩორსთან ფოტოს გადაღება ფული ღირს და მეპატრონე მას ტურისტების მოსაზიდად ამუშავებს.

„ჩემსა და პატრონს შორის შედგა საკმაოდ ცივილიზებული და ადეკვატური საუბარი. მე მქონდა ჩემი კითხვები, რაც დავსვი და პასუხებიც მივიღე.

პირველი: შეესაბამება სიმართლეს თუ არა ის, რომ ჩოჩორს აყენებენ სიცხეში და არ აძლევენ ნორმალურად წყალს და საკვებს. - პატრონმა ეს ინფორმაცია უარყო და გამოთქვა მზადყოფნა, ვეტერინარს შევამოწმებინოთ ცხოველი და გავარკვიოთ ოფიციალურად, ხომ არაა ასაკთან შედარებით ნაკლები წონის ან ხომ არ აღენიშნება გაუწყლოება და დაზიანებების კვალი სხეულზე. მისი ინფორმაციით, ჩოჩორს მოვლა არ აკლია და თუკი ატყობენ, რომ იღლება, ასვენებენ.

მეორე კითხვა: მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, სიმართლეა თუ არა ის, რომ ცხოველზე სვამენ ბავშვებს. - პატრონმა კვლავ უარყო და განაცხადა, რომ ჩოჩორზე მაქსიმუმ 1 წლამდე ასაკის ბავშვი დასვან, ამ შემთხვევაშიც ბავშვი მშობელს უჭირავს და მხოლოდ ასე იღებენ სურათს.

მესამე კითხვა: აწვალებენ თუ არა ცხოველს - გუშინ დავდე სქრინი, სადაც ერთ-ერთი გიდი ჰყვებოდა, მამაკაცი როგორ ესროდა ქვებს მძინარე ჩოჩორს. პატრონმა კვლავ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას, ის აწვალონ. მისივე განცხადებით, ჩოჩორს ზედ ჰყვებიან, უვლიან და ეფერებიან და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა და ნახვა.

მე განვუცხადე, რომ თვეზე მეტია, მესმოდა რიგი ადამიანებისგან, რომ არ იყო ცხოველი კარგ მდგომარეობაში და ბოლო პიკი ერთ-ერთი გიდის მიერ გავრცელებული ფოტო აღმოჩნდა, რამაც ასეთი რეაქცია გამოიწვია.

პატრონმა თქვა, რომ იმ ფოტოზე უბრალოდ ისვენებს და სძინავს ცხოველს და დავარდნილი არაა", - წერს კვალიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^