Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ Emerging Europe Awards-ის გამარჯვებული გახდა

25 ივნისი, 2018 18:39

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ Emerging Europe Awords-ის გამარჯვებული გახდა. კამპანიამ ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ინიციატივა გენდერული თანასწორობის მისაღწევად“ მიიღო.

დაჯილდოებას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) ყოველწლიურად, ევროპის მასშტაბით ატარებს და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს ათ ნომინაციაში აჯილდოებს.

დაჯილდოების მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ის ორგანიზაციები, რომელთა გამოცდილება და პრაქტიკა რეგიონში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

ორგანიზაციები ჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში -  გლობალური ბაზრის ჩემპიონი, წლის საუკეთესო კვლევა და განვითარება, საზოგადოების განვითარებისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი, სოციალური გავლენის მქონე წლის საუკეთესო პროექტი, წლის საუკეთესო ტურისტული კამპანია, ახალგაზრდების გაძლიერებაზე მიმართული წლის საუკეთესო ინიციატივა, საუკეთესო კომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ეროვნული ინვესტიცია განახორციელა, წლის საუკეთესო ინიციატივა თანასწორობის მისაღწევად. სწორედ ამ ნომინაციაში გადასცეს კამპანიას “კაცები ზრუნავენ” პირველი ადგილი და სპეციალური ჯილდო ლონდონში, EBRD -ის ცენტრალურ ოფისში, 22 ივნისს გამართულ დაჯილდოებაზე.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^