Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუნის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ზურა ჯიშკარიანი და ლაშა ბუღაძე გახდნენ

27 ივნისი, 2018 19:59

დღეს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.  "საუკეთესო ქართული რომანის" პრემია წელს ზურა ჯიშკარიანმა და ლაშა ბუღაძემ გაიყო. 

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლის საუკეთესო რომანად ზურა ჯიშკარიანის "საღეჭ განთიადები" და ლაშა ბუღაძის "პატარა ქვეყანა" დასახელდა. 

კონკურსის საპრიზო თანხა, 10 000 ლარია, რომელიც გამარჯვებულებზე გაიყოფა.

ლიტერატურულ კონკურსზე წელს 20 ქართული რომანი იყო წარმოდგენილი. საუკეთესო ქართული რომანი ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები შედიოდნენ.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია ოთხ ნომინანტზე გაიცა.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის. გამოცხადდა კონკურსი, რომლის პირობების თანახმად 2010-2014 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი უნდა გამოვლენილიყო.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ქრონოლოგია

2010 წელს პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო (რომანისთვის „მამლუქი“);

  • 2011 წელს პრემია ზაზა ბურჭულაძემ მიიღო (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
  • 2012 წელს პრემია არ გაცემულა;
  • 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
  • 2014 წელს პრემია ზაზა ჭილაძემ მიიღო (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
  • 2015 წელს პრემია ნანა ექვთიმიშვილმა მიიღო (რომანისთვის „მსხლების მინდორი“)
  • 2016 წელს პრემია არჩილ ქიქოძემ მიიღო (რომანისთვის „სამხრეთული სპილო).

ფოტო: მაშო სამადაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^