Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის გიორგი ჭოლაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ახლად შექმნილ აპარატს უხელმძღვანელებს

02 ივლისი, 2018 13:32

საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ახალი პოზიციაა, მანამდე არც გიორგი კვირიკაშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის აპარატის უფროსი არ ჰყოლიათ. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, რომელსაც შალვა თადუმაძე იკავებს, რჩება. რაც შეეხება ფუნქციების დუბლირების შესახებ დასმულ კითხვას, ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ფუნქციების დუბლირება არ მოხდება, რადგან პრემიერის აპარტის უფროსი გიორგი ჭოლაძე  საზოგადოებასთან  ურთიერთობის, პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობების საკითხს ჩაიბარებს. 

გიორგი ჭოლაძე მანამდე ფინანსთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის აპატარის უფროსი იყო. ის სამინისტროში მამუკა ბახტაძესთან ერთად მივიდა. 

გიორგი ჭოლაძე 2015-2017 წლებში იყო „საქართველოს რკინიგზის" დირექტორის მრჩეველი. მამუკა ბახტაძე 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. 

რკინიგზამდე (2010-2014 წლებში) კი გიორგი ჭოლაძე შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორი იყო. აღნიშნული კომპანია იმ პერიოდში „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრება იყო, რომელიც დავით და გელა ბეჟუაშვილების მამის, რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანია იყო.

2013 წელს გიორგი ჭოლაძე მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ ჭოლაძის კანდიდატურა ჩააგდო. 

მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების, მათ შორის გიორგი ჭოლაძის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერდა.

გიორგი ჭოლაძეს დამთავრებული აქვს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა.

გიორგი ჭოლაძის 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით,  მას მამამ 115 000 დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტა აჩუქა. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^