Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

03 ივლისი, 2018 12:13

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს.

NGO-ების განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია, რადგან ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ასევე ვერ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზება, რაც საზოგადოების ნდობაზე აისახება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი, ასევე საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და არ არის თავისუფალი პოლიტიკური დაინტერესებისგან.

„მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს კვლავ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც ამყარებს რწმენას, რომ კანდიდატი ვერც ამჟამად უპასუხებს დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის მოთხოვნას“, - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს მთავარი პროკურორის მოქმედი წესით არჩევის პროცესი; შეიტანოს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის არჩევის წესში და ჩამოშორდეს პროცესს იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^