Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო►ხობში, სავარაუდოდ, 60 მლნ წლის წინ გადაშენებული ზღვის ცხოველების ნიმუშები აღმოაჩინეს

05 ივლისი, 2018 11:13

ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ბერაია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჯანელიძემ ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში აღმოჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნების შესახებ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა.

მისი განცხადებით მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომლებიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული და აღნიშნავს, რომ ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. მისივე ვარაუდით, არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.

მოსაზრების გასამყარებლად კი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:
1. მოხდეს აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა შესაბამის ადგილზე მათი ნგრევა-განადგურებისგან დაცვის მიზნით;
2. ნიმუშები შესწავლილ იქნას პროფესიონალი პალეონტოლოგებისა და ლითოლოგების მიერ", - წერს ირაკლი ბერაია და ინფორმაციას პროფესორის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილსაც ურთავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^