Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► ბექობის არწივის 3 მართვეს GPS გადამცემი შემოწირულობით დაუმაგრეს

06 ივლისი, 2018 10:39

საბუკომ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) ორგანიზაცია CENN-ის მიერ ბექობის არწივების დასაცავად შეგროვებული  შემოწირულობის საშუალებით ბექობის არწივის 3 მართვეს GPS გადამცემი დაუმაგრა.

საბუკოს ინფორმაციით, მოწყობილობა საშუალებას იძლევა უწყვეტ რეჟიმში თვალი ვადევნოთ ბექობის არწივების გადაადგილებას, დავაკვირდეთ მათ ჩვევებსა და გადაადგილებებს.

ბექობის არწივი  ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველია მსოფლიოში. ის გადაშენების პირასაა და  მისი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. სახეობების შემცირების მიზეზეთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათი საბინადრო არეალის  ცვლილება და შემცირებაა, რაც სასოფლო მეურნეობის ქიმიიზაციით, ტყეების ჭრით და ურბანიზაციით არის გამოწვეული.

პესტიციდების არასწორი მოხმარება, უკანონო პრეპარატებით მოწამვლა და ბრაკონიერობა, მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ასევე  იწვევენ არწივების დაღუპვას.

ბექობის არწივის დაცვისა და შენარჩუნების სამუშაოების ფარგლებში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საბუკომ ათ  მცირეწლოვანი ბექობის არწივის დაუმაგრა GPS- გადამცემი. სამწუხაროდ, 10 დანიშნული ფრინველიდან რვა დენის დარტყმით გარდაიცვალა საშემოდგომო მიგრაციის დროს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^