Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავალება ტერორიზმის თემაზე - NAEC-ის განმარტება

06 ივლისი, 2018 15:57

Facebook-ში გამოხმაურება მოჰყვა ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ერთ-ერთ დავალებას, რომელიც ტერორიზმს ეხებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამონარიდი დავალებიდან.

„ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება".

გამოცდების ეროვნული ცენტრი დავალებასთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესეისათვის პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა.

აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა.

✔️რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ.

➡️ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია.

შეკითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება? პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები.

დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს.

რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („...ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“)“ - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^