Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პსჟ-მ ბუფონის ტრანსფერი დაადასტურა

07 ივლისი, 2018 14:17

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ ჟერმენმა“ ჯანლუიჯი ბუფონის ტრანსფერი დაადასტურა. „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე პარიზულმა კლუბმა Twitter-ზე ორიგინალური ვიდეოთი წარადგინა. ბუფონი პსჟ-თან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ოფიციალური წარდგენა კი 9 ივლისს გაიმართება.



40 წლის იტალიელმა მეკარემ კარიერა 1995 წელს „პარმაში“ დაიწყო, 2001 წელს კი ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. დელ პიეროს წასვლის შემდეგ ბუფონი „იუვეს“ კაპიტანი გახდა და ტურინში არაერთი თასი მოიპოვა. ბუფონმა 2006 წელს სერია B-ში დაქვეითებული „იუვენტუსი“ არ მიატოვა გარიგებული მატჩების სკანდალის შემდეგ და დღეს ტურინელთა ლეგენდად მიიჩნევა.

ჯანლუიჯი ბუფონი 1997 წლიდან იტალიის ნაკრებშიც გამოდის, სადაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^