Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსი იძახდა, ოკუპანტი მიწოდაო“, - ბათუმის ინციდენტს ეკა ჭითანავა იხსენებს

08 ივლისი, 2018 12:15

„გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო“, - „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი, ეკა ჭითანავა გუშინ ბათუმში მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც ჭითანავა Facebook-ზე წერს, რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდა ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე.

„ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! [მიდი ხორვატია, გაეთრიე რუსეთო!] რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. "My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი [„ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასე რომ წადი და რუსეთში აფრიალე ეგ შენი დროშა-მეთქი].“, - აცხადებს ჭითანავა

მისივე თქმით, რუსი ეროვნების ქალმა 112-ს დაურეკა, მცემენო.

„პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა (მალხაზ ჭკადუა) და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე“, - წერს ეკა ჭითანავა. 

„ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განიხილავენ თუ არა კობაურის საქმეს ნაფიც ...

ხადის ხეობაში რაიან მაიკლ სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის შვილის, ქელებ სმიტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებუ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მშობლებს გვიუა ...

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ, დაენიშნოთ ფულადი ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკ ...

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ხანდაზმული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვ ...
^