Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონსში“ გადადის

09 ივლისი, 2018 11:40

NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია კარიერას, სავარაუდოდ, „დეტროიტ პისტონსში“ გააგრძელებს. წყაროებზე დაყრდნობით Yahoo Sports წერს, რომ ფაჩულიამ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ზაზა ფაჩულიამ ბოლო ორი სეზონი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გაატარა, სადაც NBA-ს ორგზის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ცენტრმა 139 თამაშიდან 127 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.7 ქულას და 5.3 მოხსნას აგროვებდა.

ზაზა პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ეს ტიტული მოიგო, მან NBA-ს „ბეჭედი“ საქართველოშიც ჩამოიტანა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფაჩულია ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^