Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპენსიო რეფორმა თაობათა შორის სოლიდარობის იდეაზე უნდა იდგეს - სოცდემოკრატები

10 ივლისი, 2018 15:52

2018 წლისთვის საქართველოში დაგროვებითი პენსიის რეფორმა უნდა ამოქმედდეს. მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს 5 ივლისს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

სოციალ-დემოკრატებისწარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი აცდენილია პენსიონერთა ინტერესებსა და თანამედროვე საპენსიო რეფორმის სისტემას, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად თაობათა შორის სოლიდარობის იდეას არ ატარებს.

ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი დოკუმენტის პარალელურად, პარლამენტსსოციალ-დემოკრატებისკანონპროექტის განხილვაც მოუწევს, რომელსაც ფრაქცია უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს.

რას გვთავაზობს მთავრობის კანონპროექტი?

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 732 ათასამდე პენსიონერია. ფიქსირებული 180 ლარი - ერთადერთი ასაკობრივი კრიტერიუმით გაიცემა და ქალების შემთხვევაში, ეს ასაკი 60 წელია, კაცების შემთხვევაში - 65. პენსია არ ითვალისწინებს სტაჟს, დასაქმების სპეციფიკას ან შრომით ურთიერთობაში ყოფნის დროს მიღებულ შემოსავლებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, რეფორმაში უნდა ჩაერთოს ყველა ადამიანი, ვინც ოფიციალურად ხელფასს იღებს. 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, 40 წლამდე ადამიანებისთვის - სავალდებულო. სქემას შემდეგი სახე ექნება - რჩება საბაზისო 180-ლარიანი პენსია, დამატებით კი - დასაქმებული ფონდში გადარიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს; დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს; სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან (20%) აიღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდისთვის გადადებს. ანუ ყოველ წელს დასაქმებულის ანგარიშზე 6%-იანი დანაზოგის აკუმულირება მოხდება.

ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულთათვის სისტემაში ჩართვა, თუმცა ჩართვის შემთხვევაში ფონდში მათ 2%-ის მაგივრად 4% უნდა გადაიხადონ.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული თანხების ინვესტირება კანონპროექტის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, .. ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. ამ თანხის გამოყენება მთავრობას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ჩადოს შიდა ვალში.

ასევე აღსანიშნავია, კანონპროექტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პენსიის გამოყენების წესები განისაზღვრება. კერძოდ, მოქალაქის მიერ დაგროვილი თანხა საპენსიო ასაკიდან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით გამოითვლება და პენსია დარჩენილ თვეებზე გადანაწილდება. ანუ, შესაძლებელია, თუ პენსიონერმა სიცოცხლის საშუალო ასაკზე მეტ ხანს იცოცხლა, ბოლო წლებში, პენსია შეუწყდეს

თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპი - რას გვთავაზობენ „სოციალ-დემოკრატები”

„მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას. ესაა ზედაპირული დოკუმენტი, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს გამორიცხავს", - ასე აფასებსსოციალ-დემოკრატებისთავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნულ კანონპროექტს

ფრაქციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პენსიის სამსვეტიან სისტემას გვთავაზობს.

პირველში რჩება საბაზისო პენსია, რომელიც, პროექტის მიხედვით, სამომავლოდ უნდა გაიზარდოს ყოველწლიური ინფლაციის შესაბამისად

მეორე სვეტი თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპზე დგას. ანუ დღეს დასაქმებული ადამიანები აფინანსებენ პენსიონერებს. პროექტის მიხედვით მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას. 

თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპი, რომელიც ახალ თაობას წინა თაობაზე მზრუნველობას ავალდებულებს, მეტად სოლიდარულს ხდის ადამიანებს ერთმანეთის მიმართ”, - ესაა ფრაქციის კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი.

რაც შეეხება მესამე, კერძო დაგროვებით სვეტს, ის სავალდებულო იქნება ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას; მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის შეტანა კერძო დაგროვებით სქემაში. ეს სვეტი იმეორებს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინდივიდუალური დაგროვებითი პენსიის სქემას.

სოცდემოკრატების კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეები, ვისაც ახალ საპენსიო სქემებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, საბაზისო პენსიას განსხვავებული წესით მიიღებენ. ყოველწლიურად ინფლაციით მიღებული თანხის რაოდენობას დამატებული ამ თანხის 3%.  2026 წლის შემდეგ კი ინფლაციას + 1%. პენსიას მიიღებენ ის ადამიანებიც, ვინც საპენსიო ასაკამდე თანხას 1 წელი მაინც აგროვებდა

მთავრობის კანონპროექტის მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, თუკი პენსიონერი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე მეტხანს იცოცხლებს, ამოეწურება და შეუწყდება დაგროვებითი სვეტიდან მიღებული პენსია. სოცდემოკრატების პროექტით კი, პენსიების გაცემა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება: “ეს იმიტომ, რომ მეორე სვეტიდან მიღებული პენსიის ოდენობა ეფუძნება პენსიონერის სტაჟსა და დამსახურებას და არა შენატანების აბსოლუტურ ოდენობას; ამასთან, ყოველწლიურად ფინანსდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ და არა პირის მიერ დაზოგილი თანხების მიხედვით, როგორც ეს მთავრობის ვარიანტშია”, - წერია ფრაქციის დოკუმენტში

ბექა ნაცვლიშვილისვე განმარტებით, მთავრობის პროექტში არაფერია ნათქვამი იმ სპეციალურ ჯგუფებზე, ვინც მძიმე და მავნე პირობებში მუშაობენსოცდემოკრატების შემოთავაზებაა, ამ დასაქმებულებს ჰქონდეთ პენსიაზე 5 წლით ადრე გასვლის შესაძლებლობა და ეს მათივე სურვილზე იყოს დამოკიდებული - დარჩნენ შრომით ურთიერთობაში და თუ, პენსიის აღება დაიწყონ

საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების მართვა

მთავრობის კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო შენატანები პარლამენტის მიერ დაარსებულ არაკომერციულ საპენსიო ფონდში შეგროვდება. ფონდს ეყოლება პროფესიული ნიშნით არჩეული დირექტორთა საბჭო, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო წარადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს. ფონდი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე

სოციალ-დემოკრატები ფიქრობენ, რომ საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება რიგ რისკებთანაა დაკავშირებული; კონკრეტულად - საფონდო ბირჟის რისკები, ინფლაცია, საპროცენტო სარგებლის შემცირება, ვალუტის კურსის ცვლილება, აქტივების ლიკვიდობის პრობლემა, არაკვალიფიციური აქტივების მმართველი ფირმები, საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტის რისკი. შესაბამისად, უნდა მოხდეს აქტივების დივერსიფიკაცია, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული რისკები.

საპენსიო ფონდის მენეჯმენტი აქტივების ნაწილს (მინიმუმ 70%) ტენდერის საფუძველზე სამართავად გადასცემს კერძო საინვესტიციო ფონდებს (აქტივების მმართველ კომპანიებს), იმის მიხედვით, თუ ვინ უკეთეს პირობებს შესთავაზებს. აქტივების მმართველ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ მიიღონ ფონდის აქტივები სამართავად, უნდა ჰქონდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელობა, მონიტორინგს გაუწევს კომპანიის მიერ აქტივების განთავსებას და საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებას. საპენსიო ფონდის მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირება მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. საინვესტიციო ინსტრუმენტები და განთავსების პარამეტრები განისაზღვრება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის

ფონდში აკუმულირებული თანხების გადანაწილება პროცენტულად:

  • საპენსიო ფონდი ვალდებული იქნება აქტივების მინიმუმ 70% სამართავად გადასცეს კერძო საინვესტიციო ფონდებს;
  • დარჩენილი 20% ფონდს შეუძლია გამოიყენოს მიმდინარე საპენსიო დანამატების გადასახდელად, ასევე დააბანდოს საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, მაგალითად, ობლიგაციებში. საპარტნიორო ფონდში ან სხვა ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო ინსტიტუტში სესხის სახით, კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით.

სოციალ-დემოკრატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში წერია, რომ 

  • კერძო საინვესტიციო ფონდებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება თანხების ინვესტირება მოახდინონ საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, განათავსონ ბანკის ანგარიშებზე დეპოზიტების სახით: „შესაბამისად დამთავრდება იმაზე სპეკულაცია, რომ საპენსიო თანხები მთლიანად სახელმწიფოს შიდა ვალში მიემართება ან/და ბანკების ანაბრებზე მოხვდება და საქართველოს ეკონომიკას სარგებელს არ მოუტანს;
  • ასევე, მთლიანი აქტივების მხოლოდ 40% შეიძლება იქნას ინვესტირებული საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში, 60% უნდა დარჩეს ქვეყნის ფარგლებს შიგნით: „თუ გვსურს, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა სარგებელი მისცეს ჩვენს ეკონომიკას”.
  • არ შეიძლება ფონდის აქტივების 5%-ზე მეტი ინვეტირებული იყოს ერთ კომპანიაში, ხოლო 10%-ზე მეტი ერთ ბიზნეს ჯგუფში შემავალ ფირმებში;
  • საპენსიო ფონდის აქტივების მხოლოდ 30% შეიძლება განთავსებულ იქნას მაღალრისკიან აქტივებში, საშუალორისკიან აქტივებში მიმართული უნდა იქნას სახსრების 30%, ხოლო ფონდის აქტივების 40% ყოველთვის დაბალრისკიან დაბანდებებში უნდა იყო განთავსებული. ყოველი კონკრეტული საპენსიო შენატანების განმხორციელებელი პირის თანხებიც შესაბამისად უნდა იქნას გადანაწილებული, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი პირადი შენატანების მთლიანად დაკარგვის რისკი: „არასწორია მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს შენატანების აქტივებში განთავსების რისკიანობა ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, დაბალი ფინანსური განათლებისა და დანაზოგების მქონე ქვეყნებში, მოქალაქეები აკეთებენ არასწორ არჩევანს გრძელვადიან დაბანდებასთან დაკავშირებით". 

სოციალ-დემოკრატების იდეაა, რომ  აკუმულირებული საპენსიო აქტივების ნაწილი მიემართოს საბინაო ფონდისკენ, რომლის სსიპ- დაარსდება საპენსიო სქემის ამუშავებისას. ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის მიწოდება საცხოვრებლისათვის, განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიანი დასაქმებულებისთვის (სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით), უპირატესად კი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დეკლარირებული აქვთ საკუთარი შემოსავლები: „ეს შეამცირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მაღალპროცენტიან სესხებზე დამოკიდებულებას და თანხებს ეკონომიკის რეალური სექტორისკენ მიმართავს. ყველა სხვა პოზიტიური ეფექტების გარდა, ამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების საბინაო საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში”.

სოცდემოკრატების აზრით, ასევე, საპენსიო სისტემის სრულად დანერგვის კიდევ ერთი გამოწვევაა არადეკლარირებული, ანარაოფიციალურიშრომა

ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია არაფორმალურ ეკონომიკურ აქტივობაში, რაც უმუშევრობის მაღალ დონეს გვაჩვენებს, ამ საპენსიო სქემის ამოქმედება დიდად გაზრდის განსაზღვრული სარგებლის სქემას, დასაქმების დონეს და დეკლარირებული სამსახურების რაოდენობას, რადგან გაჩნდება სტიმული ადამიანებისთვის ჩაერთონ ფორმალურ საქმიანობაში, რაც თაობათა შორის სოლიდარობის საპენსიო სქემისთვის შექმნის გრძელვადიანი მდგრადობის გარანტიას: „საპენსიო სისტემის მდგრადობისთვის უპირველესი გამოწვევა არის არა მოსახლეობის დაბერება, რითაც ხასიათდებიან განვითარებული, ინდუსტრიული ქვეყნები, არამედ უმუშევრობა და არადეკლარირებული სამუშაო ადგილები. რადგან საპენსიო სქემაში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებს შეუძლიათ, ეს შეიძლება გახდეს შრომის დეკლარირების მოტივაციის საფუძველი”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^