Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2018 წელს ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა

10 ივლისი, 2018 11:19

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა  - 143,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი - 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი - 73,7 ათასი ტონა (14,3%); ბულგარეთი - 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი - 28,2 ათასი ტონა (5,4%) - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქმენეთიდან - 21,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი - 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი - 16,6 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანი - 6,3 ათასი ტონა (7,2%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,7%);.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 516,8 ათასი ტონა, რაც 60 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 256,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 260,1 ათასი ტონა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^